თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც ერთ საქმედ გაერთიანდა, სხდომა გადაიდო ხვალ - ქურდოვანიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საიას საარჩევნო დავებიც ერთ საქმედ გაერთიანდა. სხდომა კი ხვალისთის გადაიდო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას", - წერს ნონა ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, მოსამართლე ხუჭუას უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლომ ფარულობის დარღვევის საქმეებზე ჩანიშნული პროცესები თბილისსა და რეგიონებში ერთმანეთის მიყოლებით გადადო, აგრეთვე გაერთიანდა სარჩელები.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა