„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ წარწერის გამოფენის გამო, ორგანიზაცია 1500 ლარით დააჯარიმეს
ოზურგეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპროტესტო ბანერის გადმოფენის გამო 1500 ლარით დააჯარიმეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ეს „არასათანადო რეკლამა“ იყო.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ორგანიზაციის ოფისში დაახლოებით 15:00 საათზე მივიდნენ. უწყების თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ.
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ბანერს ხვალამდე არ ჩამოხსნის, ჯარიმა 3000 ლარამდე გაიზრდება.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა