ნათია მეზვრიშვილი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა
“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ხვალ, 12:00 საათზე მაგისტრატ მოსამართლესთან, საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა.
ამის შესახენ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მეზვრიშვილი 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
ხვალ, 12:00 საათზე, ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ“, - წერს მეზვრიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა