"ხმის ფარულობა დაცული არ იყო" - მოსამართლე ხუჭუას ვერდიქტმა "ოცნების" გეგმა თავდაყირა დააყენა

05.11.24 20:19
"ხმის ფარულობა დაცული არ იყო" - მოსამართლე ხუჭუას ვერდიქტმა "ოცნების" გეგმა თავდაყირა დააყენა

თეთრიწყაროს რაიონული მოსამართლის ვერდიქტმა "ოცნების" გეგმა თავდაყირა დააყენა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 8 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დაადგინა, რომ სახელმწიფომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - ხმის ფარულობა  ვერ დაიცვა და მოქალაქეების უფლებები დაარღვია. 

ამ გადაწყვეტილებამდე იყო 8-საათიანი განხილვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, ხშირად კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ, ამიტომ მოსამართლე შესვანებას აცხადებდა და კალანდარიშვილის გაგზავნილ ხალხს მოსაფიქრებლად დროს აძლევდა. 

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გაარკვია, რომ არ არსებობდა არანაირი დადგენილება, ხუჭუამ  თეთრიწყაროს და წალკის 6 საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გახსნა მოითხოვა, თუმცა, სხდომაზე გაარკვია, რომ მისი მითითება არცერთმა საოლქო კომისიამ არ გაითვალისწინა. ამ დროს გამოცხადდა საათნახევრიანი შესვენება და დაევალა საოლქო კომისიებს ბიულეტენების მიტანა.

სასამართლო სხდომაზე მიტანილი მტკიცებულებების გახსნის შემდეგ, მოსამართლისთვის ცხადი გახდა, რომ ბიულეტენები გამჭვირვალე იყო, მელანი ჟონავდა და მეორე მხარეს მარტივად იკითხებოდა, რომელი პარტია გააფერადა ამომრჩეველმა.

ამის შემდეგ დაიწყო რამდენიმესაათიანი ექსპერიმენტი - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 6-ჯერ სცადა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურება ისე, რომ მის მიერ გაფერადებული არჩევანი სხვა პირებისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო, თუმცა, ექსპერიმენტის ბოლოს მოსამართლემ პირდაპირ თქვა, რომ ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში შეცურების დროს მარტივი გასარჩევი იყო, ვინ გააფერადა ამომრჩეველმა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები