ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს სასამართლოს მოქმედებებში, მაგრამ მთავარია ამას პასუხი გაეცეს - ვლადიმერ ხუჭუა
თეთრიწყაროს რაონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა საზოგადოებას პასუხობს და ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, ეჭევი შეიტანოს მისი გადაწყვეტილების სისწორეში, თუმცა მთავარია, ამას პასუხი გაეცეს.
ხუჭუამ გადაცემა “რეაქციაში“ კიდევ ერთხელ ახსნა, რატომ დასჭირდა სასამართლოს ვერიფიკაციის აპარატის მოთხოვნა და იმიტირებული ხმის მიცემის პროცედურის ადგილზე ჩატარება.
“მხარეებს კონკრეტული ფაქტები, რომ წალკაში, ან თეთრიწყაროში ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ ჰქონდათ წარმოდგენილი“, - განაცხადა ხუჭუამ.
კითხვები შესაძლოა ლეგიტიმურია, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დასვას შეკითხვები და ეჭვი შეიტანოს სასამართლოს მოქმედებებში, მაგრამ ამას მთავარია პასუხი გაეცეს. პირველ რიგში მარტივად და მოკლედ აღვნიშნავ - აცილებასთან დაკავშირებით, მე გამოვიტანე ეს საკითხი, ხომ არ ჰქონდა ვინმეს აცილებაზე საფუძვლიანი ეჭვი, ან კითხვა. არცერთმა მხარემ არ დააადასტურა. რაც შეეხება მტკიცებულებების წარმოდგენას - მოცემული საქმის ფარგლებში, რაზედაც იყო დავის საგანი, მე მიმაჩნია, რომ გამორიცხულია სიმართლის დადგენა, თუ სასამართლომ უშუალოდ არ შეაფასა კონკრეტული მტკიცებულებები.
რაზედაც არის მსჯელობა, რომ რატომ გამოითხოვა სასამართლომ ის აპარატი, რატომ არ იყო კონკრეტული ფაქტები - მხარეებს კონკრეტული ფაქტები, რომ წალკაში ან თეთრიწყაროში ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ ჰქონდა წარმოდგენილი. მხარე აყენებდა საკითხს სხვაგვარად - არსებობს მექანიზმი, რომელიც ფარულობის პრინციპს ვერ დაიცავდა “, - განაცხადა ხუჭუამ.