სუს-ისგან უწყება მივიღე - გიორგი რურუა

05.11.24 21:59
სუს-ისგან უწყება მივიღე - გიორგი რურუა

მოქალაქე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან უწყება მიიღო.

უწყების თანახმად, გიორგი რურუა მოწმის სახით გამოკითხვაზე 6 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაბარებული.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება.

საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.

აშკარად შეეშალათ მისამართი.

სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა,ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი ბიძინა ქვია და გვარი -  ი ასოზე იწყება. 

საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა". - წერს რურუა. 

მსგავსი სიახლეები