ნახალოვკაში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ნახალოვკაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მისივე ცნობით, ცეცხლი სპორტული კომპლექსის მეორე-მესამე სართულებზე გავრცელდა და სასხვენო გადახურვას გადაედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სპორტული მეორადი ინვენტარი დაიწვა.
ოპერატიული მართვის ცენტრიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კერებზე მოხდა შესვლა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოვანი კერების დამუშავება.
ხანძარი გავრცელებული იყო სპორტული კომპლექსის მეორე-მესამე სართულებზე და ასევე სასხვენო გადახურვაზე, დამწვარია სპორტული მეორადი ინვენტარი. სასხვენო გადახურვაში ხანძარი გავრცელებული იყო სასხვენო გადახურვის ხის მასალაზე. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამას შესაბამისი მოკვლევა სჭირდება. რაც შეეხება დაშავებულებს, დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ შემოსულა”, - აღნიშნა მუსელიანმა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა