თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა - შსს-ს დამნაშავეები იდენტიფიცირებული ისევ არ ჰყავს

06.11.24 10:52
 თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა - შსს-ს დამნაშავეები იდენტიფიცირებული ისევ არ ჰყავს

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და დაუსჯელი დამნაშავეები - თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.  ვინ იყვნენ ე.წ. სამხედროები, ვინც არარსებულ საზღვართან   2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი პირდაპირ ეკლესიასთან ჩაცხრილეს, ისევ გაუკრვეველია. მკველობის ფაქტზე გომალურის უწყებას გამოძიება დაწყებული აქვს, თუმცა ერთი წლის თავზე არც დამნშავეები ჰყავთ იდენტიფცირებული და არც დაკავებული ჰყავთ ვინმე.

 ოჯახი მკვლელების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს. 

ჩვენი ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. არ იძიებენ ჩემი ძმის საქმეს. ვინ მოკლა, რატომ მოკლეს, ვინ არიან. არ უნდათ, რომ გამოძიონ, არ უნდათ, რომ რუსი ხალხი მოიძულონ ჩვენმა მთავრობამ. თითონ ჩვენი მთავრობა ნახევრად რუსები არიან. როგორც ბატონმა ივანიშვილმა გამოაცხადა, რუსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. არანაირი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი. სარჩელი მზადდება. მემგონი, უკვე დასრულებულია ყველაფერი და გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, - ამბობს გინტურის ძმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური გასული წლის 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.   

მსგავსი სიახლეები