გამოძიების არ ვენდობი, რადგან ის ცესკოს და ივანიშვილის კარნახით დაიწყო - სასამართლოში მეზვრიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. მეზვრიშვილი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე იკითხება. ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოში მტკიცებულებებით მივიდა.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ ეს გამოძიება თავშივე არის განწირული, რადგან მისი თქმით, ის "ცესკოს და შესაბამისად, ივანიშვილის კარნახით ტარდება"
ეს არის ყალბი გამოძიება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს კარნახით, შესაბამისად ივანიშვილის კარნახით, ამიტომ, ამ გამოძიების მიმართ არანაირი ნდობა არ გამაჩნია. ამის მიხუედავად, მე მოვედი მაგისტრანტ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელით დავიცვათ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს. ალბათ, ამ სხდომამდე და სხდომის შემდეგ ეს ადამიანები დაიწყებენ მასშტაბურ პროპაგანდას, როგორ არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ მე მოვიტანე ზუსტად ის მტკიცებულებები, რომელსაც საზოგადოებას ვუზიარებ. ეს ჩვენება დარჩება და გადაეცემა იმ ნამდვილ გამოძიებას და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მერე ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ვერც პროკურატურა, რომელიც სხვათაშორისო მტკიცებულებების ფალსიფიკაციში ხელს უწყობს და ეხმარება ცესკოს. სასამართლოში დაკითხვის მუხლი არ დაგვიწერია ამ ცირკისთვის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.