აპირებს თუ არა პროკურატურა კალანდარიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას?
აპირებს თუ არა პროკურატურა გიორგი კალანდარიშვილის ან "ცესკოს" სხვა მაღალჩინოსნების გამოკითხვაზე დაბარებას? - "პირველების" ამ კითხვაზე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, "ცესკოს" თავმჯდომარე აუცილებლად გამოიკითხება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვისაც ექნება და ვისი დაკითხვაც გახდება საჭირო, ყველა დაიკითხება, მათ შორის კალანდარიშვილიც, თუ ამის საჭიროება შეიქნება", - ამბობს პროკურორი.
ამ ეტაპზე დგას თუ არა კალანდარიშვილის გამოკითხვის აუცილებლობა, პროკურორი ამბობს, რომ ყველა დეტალზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
ამ ეტაპზე ბევრი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ახლა ვერ დავდგები აქ საჯაროდ და ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. შეიძლება, ცესკოს საერთოდ არ მოემართა და სხვა რაღაცის საფუძველზე დაწყებულიყო გამოძიება", - ამბობს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი და "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია გამოიკითხნენ. ორივე მათგანი სასამართლოში არჩევნების გაყალბების ამსახველი მტკიცებულებებით მივიდნენ.