სააპელაციოში ხუჭუას განაჩენის განხილვა მიმდინარეობს - საქმის ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილია

06.11.24 17:34
სააპელაციოში ხუჭუას განაჩენის განხილვა მიმდინარეობს - საქმის ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილია

 

თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილების გადახედვა ჩააბარეს კოლეგიას, რომლის შემადგენლოაბშიც მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენიან ჯგუფთან კავშირიში მყოფი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილია.  მისი აცილების შუამდგომლობა პროცესაზე საია-მ უკვე დააყენა, თუმცა იურისტებმა უარი მიიღეს. 

მოსამართლეთა კოლეგიას წარმოადგენს გოჩა დიდავა, დავით ახალბედაშვილი და დიმიტრი გვრიტიშვილი.

ასევე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საქმის გაყოფა მოითხოვეს. უნდა აღინიშნოს რომ საქმე მოცულობითია, რადგან მასში ერთად რამდენიმე სარჩელია გაერთიანებული, თუმცა ეს მოთხოვნა დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. 

უპრეცედენტო საქმის განხილვა ახლა მიმდინარეობს და მალე გაირკვევა, გაუქმდება თუ არა გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივად დადასტურდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 

 

მსგავსი სიახლეები