ეს იყო ყავაზე მკითხაობა – რურუა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა
ეს იყო ყავაზე მკითხაობა - ამის შესახებ "მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რურუას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ტერორიზმის გარეშემო კითხვა არ დასმულა.
"ყავაზე მკითხაობაზე რომ იყოს მუხლი, იგივეა ზუსტად. არანაირი ტერორიზმის გარშემო კითხვა არ ყოფილა. ეს იყო ყავაზე მკითხაობა, მეტი არაფერი" - ამბობს რურუა.
გიორგი რურუამ გუშინ, 5 ნოემბერს გამოაქვეყნა სუს-იდან მიღებული უწყება - მან დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე ორი მუხლით - სახელმწიფო გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობით იბარებდა.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ