სპეცრაზმის ალყაში მოქცეული სააპელაციო - პროდასავლური ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს
უკვე მეორე დღეა სააპელაციო სასამართლო პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცა - პროდასავლური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გაყალბებული არჩევნების შედეგებთან შეგუებას არ აპირებს. სააპელაციო, სადაც დღეს არცევნებთან დაკავშირებული სარჩელები ერთ-მეორეს მიყოლებით განიხილებოდა, სპეცრაზმის ალყაში იყო მოქცეული, სასამართლოს ეზოში არ უშვებდნენ ადვოკატებსაც, ვისაც დოკუმენტები ჰქონდა ჩასაბარებელი.
რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები ცდილობდნენ, რომ დემონსტრანტებისთვის ხმის გამაძლიერებლების შეტანაში ხელი შეეშალათ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
"აჯანყდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ" - თბილისის სააპელაციო სასამრთლოს ჭიშკარი დღეს საპროტესტო სტიკერებით ააჭრელეს.
პროდასავლური ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს, მშვიდობიანი აქციები ყოველ დღიურ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა მთავარი კულმინაციური შეკრება რუსთაველის გამზირზე იმ დღეს იქნება, როცა ოპოზიციის მხრიდან არალეგიტიმურად გამოცხადებული პარლამენტი შეკრებას გადაწყვეტს.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.