უკანონოდ დაკავების საქმეზე გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

06.11.24 20:57
 უკანონოდ დაკავების საქმეზე გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

"მთის ამბების" რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, უკანონოდ დაკავების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.

მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს ნომერი მიანიჭა და განმცხადებელს აცნობა, რომ საჩივარს შესაძლებლობისთანავე განიხილავს.

გამოცემა წერს, რომ მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავება. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას.

შეგახსენებთ, რომ გელა მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს დააკავეს და დაკავებული დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყო. 31 იანვარს კი ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. 

მსგავსი სიახლეები