ქუთაისის სააპელაციომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იმერეთისა და აჭარის რამდენიმე ოლქში უბნების ბათილად ცნობასა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ.