გაერთიანებულმა სამეფომ ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა
გაერთიანებულმა სამეფომ ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტი“, ანატონი ბიბილოვი დაასანქცირა, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე განმარტებით, სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.
„ანატოლი ბიბილოვი არის ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს თუ დამოუკიდებლობას, რადგან ის ეწევა, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას თუ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა