NGO-ების არცერთი დაკმაყოფილებული სარჩელი და გაუქმებული ხუჭუას გადაწყვეტილება - სააპელაციოს ვერდიქტი

07.11.24 20:21
NGO-ების არცერთი დაკმაყოფილებული სარჩელი და გაუქმებული ხუჭუას გადაწყვეტილება - სააპელაციოს ვერდიქტი

 

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობოების არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა და გააუქმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც.  ასეთია 24 საათიანი უწყვეტი პროცესის შემდეგ  მოსამართლეთა  კოლეგიის გადაწყვეტილება. სხვა მოლოდინი მოსარჩელეებს არც ქონდათ, რადგან მათი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტის პირველი წინაპირობა  26 საქმის ერთ წარმოებად გაერთიანება იყო.

საარჩევნო ადმინისტრაციის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ექსპერიმენტი რომლითაც მოსამართლეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, წარმატებული იყო, ფარულობა ხმის მიცემის დროს დარღვეული არ იყო და თეთრიწყაროს მოსამართლე რომლემაც დამოუკიდებელი ექსპერიმენტით მთელი ცესკოს და ოცნების სტრატეგია ჩამოშალა მიკერძოებული იყო. 

სააპელაციო სასამართლომ დღევანელი გადაწყვეტილებით არასამთავრობოების სარჩელების განხილვას ბოლო წერტილი დაუსვა, თუმცა მესამე სექტორი აანონსებს რომ საქმეს ევროსასამართლოში წაიღებენ,  ოპოზიცია კი ახლა ბრძოლას იწყებს.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები