"დაიტოვე" 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

08.11.24 10:18
"დაიტოვე" 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

ჯგუფი "დაიტოვე" 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას აანონსებს. ამის შესახებ ჯგუფში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ახლა უმოქმედობის დრო არ არის და ამიტომ აქციას თვითორგანიზებით აწყობენ.

მათი თქმით, ეს იქნება "დაიტოვეს" გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი. 

კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე, თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით დაიტოვეს მსვლელობისთვის! 

ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას. 

ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს. 

ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხვდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
გელოდებით ყველას კვირას! 

სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელიც არც ქვეყნის პრეზიდენტმა და არც საერთაშორისო პარტნიორებმა აღიარეს. სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ არჩევნები მოპარა.  

მსგავსი სიახლეები