ბაიდენმა ტრამპს მიულოცა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას დაჰპირდა
ჯო ბაიდენმა ამერიკის ახლდაარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მოულოცა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას დაჰპირდა.
ბაიდენის თქმით, ამერიკული საარჩევნო სისტემა პატიოსანი, სამართლიანი და გამჭვირვალეა, მისი ნდობა შეიძლება. "წარუმატებლობები გარდაუვალია, მაგრამ დანებება უპატიებელია", - თქვა ბაიდენმა.
ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს. მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს. მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ, რომ იმუშაონ მის გუნდთან ერთად ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს. არ შეიძლება, ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ, გიყვარდეს მეზობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეთანხმები, დაინახეთ ერთმანეთში თანამემამულე ამერიკელები, დაუწიეთ ტემპერატურას. არ დაივიწყოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ეს იყო ისტორიული პრეზიდენტობა", - განაცხადა ბაიდენმა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა