სავალუტო რეზერვები ისტორიულ მინიმუმზეა - ექსპერტები რისკებზე საუბრობენ
სავალუტო რეზერვები ისტორიულ მინიმუმზეა. ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთ წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა ჯამში ერთი მილიარდით შეამცირა. რეზერვებიდან თანხის აუქციონზე გატანა ქვეყანას ლარის კურსის შენარჩუნებაში ეხმარება. რეზერვებიდან თანხის გახარჯვა ეროვნულმა ბანკმა განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში დაიწყო, თუმცა ლარის კურსი ამ დრომდე მაინც მერყეობს.
ეკონომიკის ექსპერტები რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს უბრალო მოქალაქეებსაც შეეხება, რადგან საბანკო სესხები მნიშვნელოვნად გაძვირდება.
რისკი იმის, რომ ეს რეზერვები ძალიან მალე გაიხარჯოს, არის მაღალი, თუ ყოველ პოლიტიკურ მიკრო კრიზისს ჩვენ 700-800 მილიონი დოლარით, სწრაფად მოვაწესრიგებთ. ჩვნე ვთვლიდით, რომ რეზერვები გვქონდა საკმარისი, მაგრამ ერთმა ქეისმა კარგად დაგვანახა, რომ რეალური, სერიოზული კრიზისის პირობებში, შესაძლოა, ეს თანხა არ იყოს საკმარისი. შეიძ₾ებ აეს რეზერვები არ გვეყოს და მოხდეს უაზროდ ასეთი დაზღვევის, როგორიც არის უცხოური ვალუტის რეზერვები, გასხვისება“,- ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.
რას ნიშნავს ჩვეულებრივი ადამიანისთვის ის, რომ საკრედიტო რეიტინგი შესაძლოა გაუარესდეს - ეს ნიშნავს იმას, რომ გვიძვირდება სესხები, უცხოეთიდან ფულის მოზიდვა უფრო ძვირი დაგვიჯდება, რაც საბანკო სესხებზე ავტომატურად აისახება. ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი ისედაც მნიშვნელოვნად არის შერყეული და რეზერვების შემცირება, კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის ქვეყანას“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა.