“ოცნების“ დანაშაულებრივი ორთვიანი სარჩევნო კამპანიის შედეგად, ქვეყნის რეზერვები ჩამოიშალა - გოცირიძე
სავალუტო რეზერვების ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებას “ოცნების“ დანაშაულებრივ ორთვიან სარჩევნო კამპანიის შედეგს უწოდებს ეკონომისტი, რომან გოცირიძე.
გოცირიძე ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, პანდემიის დროსაც არ მომხდარა.
“კრიტიკულ ზღვარს ჩამოცდა ქვეყნის რეზერვების ოდენობა“, - აცხადებს გოცირიძე.
“ოცნების“ დანაშაულებრივი ორთვიანი სარჩევნო კამპანიის შედეგად, ქვეყნის რეზერვები ჩამოიშლა. თითქმის, მილიარდნახევარი დოლარი აორთქლდა. ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა, კრიტიკულ ზღვარს ჩამოცდა ქვეყნის რეზერვების ოდენობა. მომავალში, თუკი ქვეყანას, რაიმე რყევების გამო, ფული დასჭირდა, არ ექნება. ახლა უკვე , როცა 4 მილიარდამდე ჩამოვიდა, ქვეყანას BB რეიტინგი არ ექნება, რადგან არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს BB რეიტინგი და რომლის რეზერვები იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც საქართველოშია“, ამბობს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა.