11 ნოემბერს თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა - როთი
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა.
როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპელი ლიდერები "გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეშფოთებულები არიან".
„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით.
თბილისს 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა“, – წერს როთი.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა