“არა რუსულ არჩევნებს“ - 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ქუჩებში მსვლელობა გაიმართება
9 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ქუჩებში მსვლელობა გაიმართება, - ინფორმაციას “გირჩი მეტი თავისუფლება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსვლელობისთვის ხალხი ორ ადგილას- მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ და მარჯანიშვილთან შეიკრიბებიან.
9 ნოემბერს, 15:00-ზე, ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც მსვლელობით დავიძრებით თბილისის ქუჩებში.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ვიკრიბებით მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ასევე, იქნება მეორე ლოკაციაც მეტროსადგურ მარჯანიშვილთან.
შემოგვიერთდით!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.