"არა რუსულ არჩევნებს!" - დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის ახალი ტალღა იწყება

08.11.24 20:22
"არა რუსულ არჩევნებს!" - დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის ახალი ტალღა იწყება

 

პროტესტის ხმას ხვალ მთელი თბილისი გაიგებს. ზუსტად 3 საათზე ორი სხვადახვა ადგილიდან საპროტესტო მსვლელობაა დანონსებული. "არა რუსულ არჩევნებს" -  ამ მთავარი სათქმელით გაერთიანებული ხალხი მარჯანიშვილისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო სადგურებთან შეიკრიბება. ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ამიტომ არცერთი დღე პროტესტის გარეშე არ ჩაივლის. 

საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც პროსასავლური ოპოზიციური კოალიცია უდგას სათავეში, ახალი არჩევნების ჩასატარებლად ბრძოლას არ წყვეტს. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ხალხი ხელისუფლებას დისკომფორტის შექმნას ჰპირდება. წართმეული არჩევნების გამო გაბრაზებული ხალხი ყველგან მივა. 

შაბათთან ერთად მსვლელობა უკვე დაანონსებულია კვირასაც. აქცია დღეს ჯგუფმა "დაიტოვემ" დაანონსა. მათ, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი ყველაზე მეტად ადარდებს, გადაწყვეტილი აქვთ, რომ საპროტესტო მუხტი ქუჩაში გაიტანონ და ივანიშვილის პარტიას შეახსენონ, რომ დემოკრატიული ქვეყნები მოქალაქეებს ხმებს არ იპარავენ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები