ოპოზიციის წარმომადგენელი ხობის 66 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამტკიცებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ სცემა

08.11.24 20:26
ოპოზიციის წარმომადგენელი ხობის 66 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამტკიცებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ სცემა

 

ოპოზიციის წარმომადგენელი ხობის 66 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამტკიცებს, რომ ის კომისიის თავმჯდომარემ სცემა. დაპირისპირება მანანა ქავთარაძესა და შორენა ცქირიას შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმოამდგენელს შენიშვნის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევდა და მობილური ტელეფონი წაართვა, მეორე დღეს კი საოლქო კომისიაში საბუთების წამოსაღებად მისულს სახეში ხელი გაარტყა. 

მთელი დღეა დაპირისპირების დეტალებს პოლიცია ადგენს. ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შორენა ცქირია ადასტურებს, რომ "ერთობა ნაცინალური მოძრაობის" წარმომადგენელი სცემა, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს იყო პასუხი ღირსების შემლახავი მოპყრობაზე. 

თავდასხმა "ერთობა ნაციონალიური მოძროაბის" წარმომადგენელზე, წესით, აქ დამონტაჟებულ კამერებს უნდა გადაეღო, თუმცა ჩანაწერები პოლიციას ჯერ არ ამოუღია. არსებობენ თვითმხილველები, ვინც ადასტურებს, რომ მთელი საარჩევნო პერიოდის განმაბვლობაში კომისიის თამჯდომარეს ოპოზიციონერ წარმომადგენელთან დაპირისპირება ჰქონდა. 

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები