პირი, რომელმაც საარჩევნო უბანზე აპარატურა დალეწა, აღიარებს, რომ "ოცნებამ" ქრთამი შესთავაზა
არჩევნებზე ხალხის ტოტალური მოსყიდვის ფაქტებს "პირველებთან" ბრალდებული ბექა შველიძე აღიარებს. პირს, რომელიც 26 ოქტომბერს ბაღდათის სოფელ დიდველაში 23-ე საარჩევნო უბანზე შევარდა და აპარატურა დალეწა, დღეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. შველიძე "პირველებთან" აღიარებს, რომ უბანზე შესვლამდე მას "ქართული ოცნების" წარმომადგნელებმა 41-ის გაფერადების სანაცვლოდ ფული შესთავაზე, რის გამოც გამოუვალ მდგოამრეობაში ჩავვარდა.
არადა, საარჩევნო უბანზე შველიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი იყო, თუმცა მოგვიანებით მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში საჯაროდ აღიარა, რომ აპარატურის დალეწვის რეალური მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ქმედება გახდა, ხმის მციემამდე რამდენიმე წუთით ადრე შველიძეს ქრთამი შესთავაზეს, რამაც გაანერვიულა.
იმერეთი არჩევნების დღეს მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბით გამოიჩეოდა. ოპოზიცია აინტერესებს, რატომ არ იძიებს პროკურატურა არჩევნებზე ფულის დარიგების ფაქტებს, მხოლოდ იმას იკვლევს, როგორ დააზიანა ფულის შეთავეზბით გაღიზიანებულმა მოქალაქემ ცესკოს აპარატურა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.