"გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები! არა რუსულ რეჟიმს!" - ემიგრანტები 9 ნოემბერს აქციას გამართავენ
"გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები! არა რუსულ რეჟიმს!" - ამ ლოზუნგით, ხვალ, 9 ნოემბერს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "გზის" ცნობით, პროტესტი შემდეგ ქალაქებში იფეთქებს:
- ბერლინი - 15:00სთ.
- შტუტგარდი - 16:00სთ.
- პრაღა - 14:30სთ.
- ზაარბრიუკენი - 15:00სთ.
- ბრიუსელი - 15:00სთ.
- ვენა - 17:00სთ.
- ვარშავა - 14:00სთ.
- პარიზი - 15:00სთ.
- დიუსელდორფი - 14:00სთ.
- ათენი - 14:00სთ.
- ფრანკფურტი - 15:00სთ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქცია ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისშიც გაიმართება. მსვლელობისთვის ხალხი ორ ადგილას - მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტთან" და მარჯანიშვილზე შეიკრიბება.