პროტესტის ხმას დღეს მთელი თბილისი გაიგებს - 15:00 საათზე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
პროტესტის ხმას დღეს მთელი თბილისი გაიგებს - დღეს ზუსტად 15:00 საათზე დედაქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. პროდასავლური ოპოზიცია ქალაქის ცენტრალურ ქუჩები მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით გააპროტესტებს არჩევნების მიტაცებას. მოქალაქეები დღეს ქალაქის ორ ლოკაციაზე დაიწყებენ შეკრებას.
ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან. ვინც ქუჩაში გადის, ამბობს რომ ახლა უმოქმედობა საკუთარი სამშობლოს გაყიდვის ტოლფასია, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეურთდნენ მშვიდობიან ევროპულ მსვლელობას და საკუთარი ხმა მთელ მსოფლიოს გააგონონ.
დღეს დაგეგმილია ორი მარში თბილისში, სადაც მოქალაქეების კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" არ შერჩება საპარლამენტო არჩევნების მიტაცება. იმიტომ, რომ ამ არჩევნების მოპარავამ საქართველოს შეუცვალა მომავალი.ნაცვლად პროდასავლური, ევროპული საქართველოსი, ჩვენ "ქართული ოცნების" პირობებში" მივიღებთ რუსეთს დაქვემდებარებულ სახელმწიფოს. ეს იქნება კიდევ ერთი შეხსენება და მოწოდება თბილისელებისადმი, რომ უფრო აქტიურად უნდა დაიცვან საკუთარი სახელწმიფოს მომავალი", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.