ისანში, სუპერმარკეტი გატეხეს
ისანში, სუპერმარკეტი გატეხეს. "ორი ნაბიჯის" ქსლურ მარკეტში ეჭვმიტანილები გამთენიისას შეიჭრნენ.
"პირველების" ინფორმაციით, მაღაზიიდან ელექტრო სიგარეტების სეიფია წაღებული. ზარალის დათვა ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე დილიდან ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობე.
ეჭვმიტანელების ვინაობა ამ მომენტისთვის უცნობია. "პირველების" გადამღებ ჯგუფს ადგილზე უდასტურებენ, რომ ორ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა აღნიშნული მაღაზია გატეხეს, თუმცა დამნაშავეების კვალზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხდება.