"მტკიცედ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ამ სისტემის ჩამოსაშლელად" - ხოშტარია
ამ წუთებში მოქალაქეების ნაწილი მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტთან" იკრიბება - საბურთალოდან დაძრულ ცოცხალ კოლონას სათავეში კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები ჩაუდგებიან.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები დღეს კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ივანიშვილის გუნდმა მათი ხმები მოიპარა და ქვეყანას მომავალი წაართვა.
როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ქუჩის პროტესტი ის ცენტრალური ხაზია, რომელიც სისტემას ჩამოშლის.
ჩვენ ყველამ ჩვენ თავს უნდა ვუთხრათ, რომ როდესაც გიბედავენ ასე გათელვას შენი ფუნდამენტური უფლებების, შენი ქვეყნის ინტერესების, მოდის დრო როდესაც გადიხარ ქუჩაში და აიძულებ ხელისუფლებას, რომ ჩამოიშოროს. პროდასავლური პარტიების ერთობა ვამბობთ, რომ ქუჩის პროტესტი ის არის ის ცენტრალური ხაზი, რომელიც ჩამოშლის ამ სისტემას. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მტკიცედ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ამ სისტემის ჩამოსაშლელად", - ამბობს ელენე ხოშტარია.
არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან.
მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში, ქალაქის ორ ლოკაციაზე იკრიბებიან.
ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან.