თბილისი პროტესტისთვის ემზადება - აქციის მონაწილეები ორ ლოკაციაზე იკრიბებიან
არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან.
მეტროსადგურ მარჯანიშვილის მოედანთან უკვე მივიდნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. პოლიტიკოსები, ცოტა ხანში დაიწყებენ მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას დაიწყებენ. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, მოქალაქეები და პროდასავლური ოპიზიცია აპირებენ კიდევ ერთხელ დაგმონ არჩევნების მოპარვა და უთხრან ცივილურ სამყაროს, რომ მათ ქართული ოცნება არ აურჩევიათ.
"ასეთ რთულ ვითარებაში რთულია მოლოდინებზე საუბარი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის აუცილებელი გავაჟღეროთ ჩვენი სათქმელი. ჩვენი სათქმელი მდგომარეობს, იმაში რომ არჩევნები იქნა მიტაცებული, ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ამ არჩევნებს არ მიუღია საერთაშორისო ლეგიტიმაცია. მაშინ, როდესაც არ აქვს არჩევნებს ლეგიტიმაცია, ჩვენ პარტნიორებისგან",- ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მოქალაქეების ნაწილი ამ წუთებში მეტროსადგურ "სახელწიფო უნივერსიტეტთან" იკრიბება და სწორედ ამ ორი კოლაციიდან, მარჯანიშვილიდან და უნივერსიტეტის ქუჩიდან დაიწყება მსვლელობა რამდენიმე წუთში.