"არა რუსულ არჩევნებს!" - თბილისში აქცია-მსვლელობა ორი ლოკაციიდან მიმდინარეობს
"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა ორი ლოკაციიდან მიმდინარეობს.
ამ წუთებში პროტესტის ხმა მთელ თბილისს ესმის.
ქუჩაში გასული ხალხი ამბობს, რომ ახლა უმოქმედობა საკუთარი სამშობლოს გაყიდვის ტოლფასია, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეურთდნენ მშვიდობიან ევროპულ მსვლელობას და საკუთარი ხმა მთელ მსოფლიოს გააგონონ.
ოპოზიციის ლიდერები დაზუსტებით არ ამბობენ, რა არის დღევანდელი აქციის საბოლოო ლოკაცია და სამოქმედო გეგმა.
მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.