აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან

09.11.24 16:09
აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან

თბილისის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან.

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები დღეს კიდევ ერთხმად ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ იქამდე, სანამ ქვეყანაში არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება. 

ოპოზიციის ლიდერების თქმით,  დაზუსტებით არ ამბობენ, რა არის დღევანდელი აქციის საბოლოო ლოკაცია და სამოქმედო გეგმა. თუმცა, მიზანი ერთია - ივანიშვილის ხელისუფლების შეწუხება აქციების პერმანენტულ რეჟიმში გადასვლით.

"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე -  მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.

მსგავსი სიახლეები