საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ
მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან" დაძრული საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ.
მოქალაქეების განცხადებით, ორბელიანების სასახლესთან მისვლა ქვეყნის მთავარსარდლის მიმართ ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა.
პროტესტის ავანგარდში მყოფმა ადამიანებმა ათონელის რეზიდენციასთან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გააჟღერეს.
"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა