გერმანიაში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

10.11.24 10:08
გერმანიაში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, სისხლიანი ანგარიშსწორების მონაწილე მხარეები ერთმანეთის ახლო მეგობრები იყვნენ.

ხელბორკილები 28 წლის ქართველს ქალაქ ბრემენში გუშინ დაადეს, ის დანაშაულის ჩადენიდან ორი თვის განმავლობაში მიმალვაში იყო.

მსგავსი სიახლეები