თავისუფლების მოედანზე დღეს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
საერთო სახალხო პროტესტი გრძელდება. დღეს ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტი მსვლელობას "დაიტოვე" გეგმავს. მარშის მონაწილეები შეკრებას 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყებენ. საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები, რომელიც 200 ათასზე მეტ მოქალაქეს აერთიანებს, ამბობენ, რომ ეს "დაიტოვეს" გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქვთ გეგმაც, თუმცა წინდაწინ ამაზე არ საუბრობენ. მათი თქმით, ყველაფერი ცნობილი სწორედ აქციაზე გახდება.
„დაიტოვემ“ გადავწყვიტეთ, რომ მოვაწყოთ მსვლელობა, იმიტომ, რომ ჯგუფში რაღაცნაირად იგრძნობოდა ეს „ცოტა სასოწარკვეთა“, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას გვქონდა. გადავწყვიტეთ, ხალხს ისევ დავაჯეროთ, რომ მათ ხელშია ეს ძალა და მათ შეუძლიათ შეცვლა, რისი შეცვლაც გვინდა დღევანდელ პირობებში ქვეყანაში და გადავდგით ეს ნაბიჯი და მგონია, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. კარგი გეგმა გვაქვს, რა თქმა უნდა სიურპრიზად შემოვინახავთ ამ გეგმას, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.