ცესკოში საარჩევნო საჩივრების განხილვა იწყება - კალანდარიშვილის უწყება პოლიციელების ალყაშია
ცესკოს შენობასთან პოლიციელების მობილიზებაა. კალანდარიშვილის უწყება შსს-მ, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია. ტერიტორიაზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა იწყება. ცესკოში დღეს შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე უნდა იმსჯელონ. ტოტალური გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის, და ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" და საიას საჩივრები, 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითვალისწინებს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ცესკო ობიქეტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან კალანდარიშვილის უწყება ხელისუფლების დავალებას ასრულებს.
ფაქტია, რომ ყველგან იყო ფარულობდა დარღვეული. ბიულეტენის უკანა მხარეს ძძალიან კარგად ჩანდა ის კვალი, რომლითაც შეიძლებოდა დადგენა, თუ ვის არ მისცა ან მისცა ხმა ამომრჩეველმა. არის როგორც არასამთავრობო როგანიზაციების, ასევე პარტიების საჩივრები. ბუნებრივია, ცესკოსგან არანაირი მოლოდინი არ არსებობს, იმიტომ, რომ მათ აქვთ ხელისუფლების დირექტივა, ბეჭედი უნდა დაერტყას ამ არჩევნებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც პარტიები, ასევე ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ყველანაირად შევეცდებით, რომ ამას წინ აღვუდგეთ, მაგრამ მოლოდინი არის ძალიან რეალისტური - ცესკო ამას არ გააკეთებს, მაგრამ ამისთვის მან უნდა გადაიხადოს ფასი, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე.
ამავე აზრს იზიარებს ცესკოს ოპოზიციონერი წევრი დავით ჯინჯოლავა.
დღევანდელი სხდომისთვის მასალები საჩივრებთან დაკავშირებით ღამის პირველის ნახევარზე გადმოგვიგზავნეს. ეს იმას მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არ არიან არანაირად განწყობილი, რაიმე დეტალურად განიხილონ. ხვალინდელი დღეც არის საჩივრის განხლვისთვის, იმ საჩივრების, რომელიც გუშინ იქნა შემოტანილი ცესკოში, თუმცა ამათ ძალიან ეჩქარებათ, რომ ეს ყველაფერი სწრაფად მოილიონ, არანაირ ოლქის მიხედვით არ იქნება, დარწმუნებული ვარ, განხილვები, დეტალებზე არ იქნება საუბრები, არანაირად არ იქნება არგუმენტების მოსმენა. ცესკო ამისკენ მიმართული არ არის, თორემ ის აუცულებლად გამოიყენებდა თუნდაც ერთდღიან დამატებით ვადას, - ამბობს ცესკოს ოპოზციონერი წევრი დავით ჯინჯოლავა.
საჩივრების განხილვისთვის ემზადება საიაც. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ცესკოში დღეს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს წარადგენენ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა სწორედ საიას საჩივრის განხილვით გაიხსნება.
ოპოზიციის მსგავსად, პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი არც არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს.
საჩივარი, რომელიც საიამ წარმოადგინა ცესკოში დაკავშრებულია საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასთან. ეს წარმოადგენს საიას მოთხოვნას. მთავარი საფუძველი კონკრეტული საჩივრის უკავშირდება ფარულობის პრინიციპის იმ დარღვევებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაშ აქტუალური იყო და განიხილებოდა. საკიტხები დღესაც იდენტურია, უბრალოდ, სამართლებრივი აქტი არის განსხვავებული. იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვაქვს, პოზიტიური მოლოდინები, ცხადია, რომ ვერ გვექნება, იმიტომ, რომ საიას არეცრთი სარჩელი სასამართლოებში, რომელიც ფარულობის პრინციპის დარღვევას უკავშირდებოდა, არ დაკმაყოფილებულა. დაახლოებით მსგავის მოლოდინი გვაქვს დღესაც, - ამბობს საიას იურისტი.