არა რუსულ არჩევნებს! - ქართველი ემიგრანტები აქციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მართავენ
არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ რეჟიმს! - ამ გზავნილის გარშემო საქართველოს მოქალაქეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან. საპროტესტი აქციები გაიმართა ვენაში, პრაღაში, ზაარბრიუკენსა და ბრიუსელში.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასობით კილომეტრი გაიარეს, წართმეული ხმების დასაბრუნებლად იბრძვიან.
ჩვენ არ ვართ უცხოელები, ჩვენ ვართ საქართველოს სრულფულებიანი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში გასაგები მიზეზების გამო და ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის არჩევნებს და არ ვაღიარებთ ახლანდელ გამოქვეყნებულ საქართველოს რუკას, რომელზეც აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე აღარ არის ნაჩვენები, - ამბობენ ემიგრანტები.
ახალი არჩევნების მოთხოვნით, ემიგრანტები ევროპის ქალაქებში პრაქტიკულად ყოველდღე იკრიბებიან. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მათ ხმას არ შეისმენს.