ეკა კვალიაშვილი ადასტურებს, რომ "ოცნებამ" შავი ფული გადაუხადა
ეკა კვალიაშვილი ადასტურებს, რომ "ოცნებამ" შავი ფული გადაუხადა. მომღერლის თქმით, მისი ჰონორარი ბევრად უფრო მეტს შეადგენდა, ვიდრე დოკუმენტებში დეკლარირებული 637 ლარია. მომღერალი ვიდეომიმართვის დროს ამბობს, რომ ფულის ოდენობა იმაზე ბევრად მეტია, რაც ოფიციალურად ფიქსირდება, თუმცა ზუსტად რამდენია, არ აკონკრეტებს.
მე რომ 600 ლარი მაქვს აღებული და ასე რომ გგონიათ, ასე გეგონოთ. არ არის თქვენი საქმე! ბოდიშს ვიხდი და თქვენი ტ..-ის საქმე არ არის. ახლა რომ შევედი, ამდენი ბანძი კაცი თუ იყო, ვერ წარმომედგინა, კაცის სქესში დაბადებული ქალებიც არ არიან. მე რამდენი ლარი ავიღე და რამდენი მაქვს ჰონორარი, ესჩემს გარდა და იმის გარდა ვინც მე ჰონორარს მიხდის, არავინ იცის. რამდენია არ გეტყვით, მაგრამ იყო ბევრი!, - ამბობს კკვალიაშვილი.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი მუსიკოსი, წამყვანი და მსახიობი დაიქირავა.
ნეტგაზეთი მმართველი პარტიის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილის გუნდმა ყველაზე დიდი თანხა იუმორისტ ჯიმის, ყველაზე ცოტა კი ეკა კვალიაშვილს გადაუხადა.