ვერავის გადავაბარებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია - ნანკა კალატოზიშვილი დღევანდელ აქციას უერთდება

10.11.24 14:30
ვერავის გადავაბარებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია - ნანკა კალატოზიშვილი დღევანდელ აქციას უერთდება

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი დღეს დაანონსებულ აქციას უერთდება. მსახიობი მიიჩნევს, რომ ახლა პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა.  

ყოველ დღე, სადაც არის მსვლელობა, ვუერთდები და ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია ფრაზა „ძალა ერთობაშია“ და მჯერა, რომ რეალურია ეს ყველაფერი, უბრალოდ, ყველამ უდა გავიაზროთ, რომ ჩვენშია, თითოეულ ადამიანშია ეს ძალა და ვერავის ვერ გადავაბარებთ და ვერავის გადავცემთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია თითოეულ ადამიანს. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, - ამბობს კალატოზიშვილი.  

დღეს ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტი მსვლელობას "დაიტოვე" გეგმავს. მარშის მონაწილეები შეკრებას 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყებენ. საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები, რომელიც 200 ათასზე მეტ მოქალაქეს აერთიანებს, ამბობენ, რომ ეს "დაიტოვეს" გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია.