აქციის მონაწილეების გეგმა ცნობილია
აქციის ორგანოზატორების გეგმა ცნობილია. მათ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ორივე სანაპიროს გადაკეტვისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, დღეიდან "დაიტოვე" იწყებს ქალაქის პარალიზებას.
ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
საპროტესტო აქციები დაიგეგმა ხვალაც. მათი თქმით, ერთი ლოკაცია საქალაქო სასამართლო იქნება, ხოლო მეორე პრეზიდენტის სასახლე, სადაც სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვდება.
ხვალ აუცილებლად ჩვენ პოლიტპატიმრებს გვერდში უნდა დავუდგათ. გვერდში უნდა დავიუდგეთ ჩვენს ბიჭებს სასამართლოსთან, იმიტომ, რომ ეს რეჟიმი ხვალ შეიძლება ჩვენს კარს მოადგეს და შეიძლება მათ ადგილას ჩვენ ვიყოთ. მინდა ისინი გავამხნევოთ, ყველაფერი იქნება მაგრად, ჩვენ გავიმარჯვებთ!
ასევე ხვალ არის ძალიან მნიშნელოვანი ღონისძიება. ხვალ 8 ქვეყნის წარმომადგენელი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს და ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილოება, უნდა დავანახოთ რამდენნი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ყველას გელოდებით ორ ლოკაციაზე, ოღონდ სახლში არ დარჩეთ!, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.