ტროლ-ბოტები ცესკოს დასაცავად - ISFED-მა ყალბი ანგარიშები აღმოაჩინა

10.11.24 20:53
ტროლ-ბოტები ცესკოს დასაცავად - ISFED-მა ყალბი ანგარიშები აღმოაჩინა

 

ცესკოს და მისი შეფის შერყეული რეპუტაციის გადასარჩენად ტროლები დაასაქმეს. სოციალურ ქსელში აღმოჩენილია 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი. არაავთენტური ანგარიშები გიორგი კალანდარიშვილს აქებენ და ოპოზიციას ლანძღავენ. სხვის სახელებს და სხვის ფოტოებს ამოფარებული პირების სამიზნე გახდნენ ადგილობრივი დამკირვებლებიც, რომლებმაც თქვეს, რომ არჩევნები ქვეყანაში ტოტალური გაყალბებით ჩატარდა. 

ტროლების დაჯგუფება სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" აღმოაჩინა. ირკვევა, რომ  ყალბი ანგარიშებიდან კომენტარები მხოლოდ ცესკოს გვერდზე არ იწერება. ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობოებს უწერენ, რომ 26 ოქტომრის არჩევნები ცესკომ ობიექტურად, ყველა წესის დაცვით და მაღალი სტანდარდით ჩაატარა. ერთ-ერთმა ტროლმა ფოტოები იტალიელ ახალგაზრდას მოპარა, რომ ცესკოს ხელმძღავენელი და ცესკოს წევრები ეფექტურად დაეცვა.

სამართლიანი არჩევნების დაკვირვება სრულად ნახეთ აქ.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.