პოლიციამ დემოსნტრანტებს ორივე სანაპიროს გათავისუფლება მოსთხოვა და დაჯარიმებით დაემუქრა

10.11.24 21:53
პოლიციამ დემოსნტრანტებს ორივე სანაპიროს გათავისუფლება მოსთხოვა და დაჯარიმებით დაემუქრა

აქციის მონაწილეებთან, რომლებსაც მტკვრის ორივე სანაპირო გდაკეტილი აქვთ, სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იდენტიფიცრებით და დაჯარიმებით დაემუქრა.

"გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება თქვენი იდენტიფიცირება და აქციის ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარით", - უთხრა გოგა მემანიშვილმა ბარათაშვილის ხიდზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. 

"გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი, რადგან ამის საჭიროება არ არის რაოდენობიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება თქვენი იდენტიფიცირება. აქციის ორგანიზატორი დაჯარიმდება 5 000 ლარით, აქციის მონაწილეები დაჯარიმდებიან 500 ლარით. ახლა თქვენ გინდათ მოუწოდეთ და დაგადაიყვანეთ ეს ხალხი გზის სავალი ნაწილიდან, თუ არადა ჩვენ ვიწყებთ ამ ხალხის იდენთიფიცირებას. აქ ჩვენ ვაფასებთ ვითარებას, პოლიციელები ვართ", - ამბობს მემანიშვილი.

პოლიციის მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილები დაშლას არ გეგმავენ.