"ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა - სად არის ჩანაწერები საარჩევნო უბნებიდან?

11.11.24 15:58
"ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა - სად არის ჩანაწერები საარჩევნო უბნებიდან?

ცესკოში "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული წევრის აღიარების შემდეგ, რომ უბნებზე დამონტაჟებული კამერები  მმართველი პარტიის საკუთრებაა, ოპოზიცია სვამს კითხვა,  სად არის ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. 

ხელისუფლების ოპონენტები "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ კამერები წინა არჩევნების დროს,  მმართველმა პარტიამ "ცესკოს" ათხოვა, 2004 წელს კი ირკვევა, რომ ის  კალანდარიშვილმა ისევ "ქართულ ოცნებას"  დაუბრუნა. 

როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმოამდგენლები ჰყვებიან, ხშირ შემთხვევაში, ეს კამერები ხმის მთვლელი პარატიდან ისეთ სიშორეზე და სიმაღლეზე იყო განთავსებული, რომ მარტივად იყო შესაძლებელი აღრიცხვა როგორც ამომრჩევლის, ასევე მისი არჩევანის.

ცესკოში ოპოზციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ ვიდეო კამერებით, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იყო განთავსებული და ახლა მმართველი პარტიის ხელშია, საკმაოდ მარტივად იყო შესაძლებელი თითოეული ამომრჩევლის ნება გაერკვიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ “ოცნების“ მიზანი იყო, აღერიცხა უბანზე მისული ამრჩეველი და ასევე დაეშინებინა ისინი კამერაზე აღბეჭდილი ინფორმაციის საფუძველზე.

რაც კარგად აღქმადი იქნებოდა ამ კამერებზე ეს იყო ადამაინების სახე, ვინ მივიდა არჩევნებზე. დაშვება იმის, რომ ეს შესაძლოა გამოყენებული იქნას დაშინების, აღრიცხვის ან მობილიზაციის მიზნით, ამ ყველაფრის ვარაუდის გამოთქმის უფლება არსებობს. კამერები, რომლებიც გამოიყენა “ოცნებამ„ 2024 წლის არჩევნებზე, სწო4რედ ის კამერებია, რომლებიც ცესკოს თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, სწორედ, “ოცნებისგან“ გადმოეცა, დროებით, - ამბობს ცესკოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენი, ივანე ნორაკიძე.

მაშინ, როდესაც ვიდეო და ფოტო გადაღება უბნებზე კანონიერია და ემსახურება დარღვევების აღბეჭვდას, „ოცნების“ შემთხვევაში ეს პირიქით მიზნებს ემსახურება - ამომრჩველის აღრიცხვას, რომელზეც ზეგავლენას ახდენენ, მათი ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის გამოიყენება, რომ ყველას აღგებჭდავთ, ვინც მოხვედით, ზუსტად ვიცით, რომ ეს კამერები განთავსებული იყო იმ ყუთებთან, სადაც ადამიანები ბიულეტენებს ათავსებდნენ“, - განაცხადა ცესკოში “ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ.

საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები ყურადღების მიღმა არც საერთაშორისო სამდაკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს დარჩენიათ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი კონტროლის კლიმატს ქმნიდა.

შეგახსენებთ, რომ საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა წევრმა ცესკოს სხდომაზე დაადასტურა, რომ კამერები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული, მმართველ პარტიას ეკუთვნოდა.