ყოფილი მოსამართლის სკანდალური ინტერვიუ - "შოთაძის სახელით ქრთამს მთავაზობდნენ"
ყოფილი მოსამართლის სკანდალური ინტერვიუ - ბესო ალავიძე "პირველებს" უყვება, რომ მას ქრთამს შუამავლის საშუალებით, სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, შუამავლის საშუალებით, სთავაზობდა.
ბესო ალავიძე აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, პროკურატურა არაფერს გამოიძიებს და საერთაშორისო გამოძიება აუცილებელია.
პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ მინდა, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არ შეიძლება ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადოს პროკურატურას, რომლის ყოფილი გენპროკურორი, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით ქრთამს მთავაზობდა. მითხრეს ასეთი რაღაც, რომ ირაკლი შოთაძისგან გექნება გარანტია, რომ ქრთამის აღების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება და ეს თანხა კარგად შეგერგებაო“, - ამბობს ალავიძე.
ყოფილი მოსამართლეები დავალელ პარტნიორებს მიმართავენ და სთხოვენ, რომ ქართველ ხალხს დაუჭირონ მხარი და მიტაცებული არჩევნებსი დაბრუნებაში დაეხმარნენ.