ევროპული არჩევანის დასაცავად კიდევ ერთი გაერთიანება შეიქმნა
ევროპული არჩევანის დასაცავად ახალი გაერთიანება შეიქმნა - ახალგაზრდები ერთიანი ძალისხმევით შეეცდებიან, რომ ქვეყანაში არჩევნები ხელახლა დაინიშნოს და ქართველ ხალხს მოპარული ხმები დაუბრუნონ.
თუ კონკრეტულად რა გეგმა აქვს ახალ სამოქალაქო მოძრაობას, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც ლუკა ჭოხონელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, გაერთიანების მთავარი ნიშა თეთრი ფერის სამაჯურია, რომელსაც ცენტრში შავი ლაქა ახატია.
"გვაქვს სამაჯურები, რომელზეც არის მოცემული შავი წერტილი, რაც გამოჟონილი ბიულეტენების სიმბოლოა" - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა.
გვაქვს სიახლე. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ჯგუფი გავაერთიანეთ. გვაქვს სამაჯურები, რომელზეც არის მოცემული შავი წერტილი, რაც გამოჟონილ ბიულეტენების სიმბოლოა. ახალი პლატფორმის სპეციფიკა არის შემდეგში, აქ არის ბევრი მოძრაობა, ჯგუფი და ინდივიდები, რომლებიც არჩევნების ხელახლა დანიშვნისთვის იბრძოლებენ და გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ", - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.