ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერები დააკავეს - მედია
აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. როგორც "რესპუბლიკა" იუწყება, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ხელბორკილები დაადეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
გამოცემა წერს, რომ დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ამის პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. სამართალდამცავებიდან შეკრებილებთან არავინ გამოსულა. შენობაშიც არავის უშვებენ. ვითარება იძაბება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას მოითხოვენ", - ნათქვამია განცხადებაში.