Reuters: ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი რუბიო წარადგინოს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა სენატორი მარკო რუბიო დანიშნოს. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
53 წლის რუბიო აშშ-ის სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენელია. მარკო რუბიო სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრია.
ინფორმაცია, რომ ტრამპი რუბიოს განიხილავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად, ჯერ კიდევ 6 ნოემბერს გაავრცელა გამოცემა Politico-მ.
ფლორიდელი რუბიოს დანიშვნის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ლათინო-ამერიკელი, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა