"ოცნებამ" ბოლო 9 თვეში შტატგარეშე თანამშრომლებზე 408 მლნ დახარჯა
"ოცნებამ" წინასაარჩევნოდ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე მხოლოდ ბოლო 9 თვეში 408 მილიონი ლარი დახარჯა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 43 მილიონით მეტია. ვინ არიან ადამიანები ვის ხელფასებზეც ბიუჯეტიდან მილიონები დაიხარჯა, ან რას აკეთებენ, ოფიციალურ დოკუმენტებში არ წერია.
ოპოზიცია ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ თანხების ფლანგვაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნებამ" ბიუჯეტის ფულით წინასაარჩევნოდ მხარდამჭერები მოისყიდა.
ისედაც გაზრდილი ბიუროკრატია წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტად გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს ადამიანები შემდეგ როგორც ადმინისტრაციული რესურსი, როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები და აგიტატორები ისე გამოიყენონ და კატასტროფული რიცხვია 408 მლნ ლარი, იმიტომ, რომ რეალურად, არავინ იცის ეს ადამიანები რა სამუშაოს ასრულებენ და ხშირად ეს სამუშაოები წარმოადგენს გამოგონილ თანამდებობებს. ჩვენ არაერთი მსგავსი შემთხვევა გვინახავს. ეს არის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება წინასაარჩევნოდ, ეს არის ადამიანების თანხების ფლანგვა მაშინ, როდესაც უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემაა. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მოისყიდო, ასე თანხების ფლანგვა არის დანაშაული, - ამბობს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე.
აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებებში შტატგარეშე თანამსრომლების რიცხვი ყოვეწლიურად სულ უფრო მატულობს.