თბილისი-მილანი - "აირზენას" თვითმფრინავს, თბილისიდან აფრენისთანავე პრობლემები შეექმნა
ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებს, ამ დრომდე თბილისის აეროპორტის თავზე დაფრინავს.
"პირველების" ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც უკან დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა თვითმფრინავი ამ დრომდე ვერ ეშვება თბილისის აერპორტში.
"ბორტს აქვს რადიოკავშირის ხარვეზი, ამის გამო თვითმფრინავი უკან დაეშვება თბილისის აერპორტში, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კი შეასრულებს რეისს" - უთხრეს "პირველებს" ავიაკომპანია "აირზენაში".
რატომ ვერ ახერხებს თვითმფინავი უკან დაბრუნებას, "აირზენაში" გვპასუხობენ, რომ საჭიროა საწვავის ნაწილის დაცლა, რის შემდეგაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვება თბილისის აეროპორტში.